ახალი ამბები

საბჭოს არამოსამართლე წევრები ბევრჯერ ვიხილე აქციაზე, რომელიც სასამართლოს არ ეხებოდა – ალანია

23 სექტემბერი, 2019 • 702
საბჭოს არამოსამართლე წევრები ბევრჯერ ვიხილე აქციაზე, რომელიც სასამართლოს არ ეხებოდა – ალანია

უზენაესი სასამართლსო მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ალანია მიიჩნევს, რომ როდესაც საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობაზე, აქცენტი არამოსამართლე წევრების იმავე ქმედებებზეც უნდა გავრცელდეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უსმენენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრი მონაწილეობს პოლიტიკურ დებატებში და თავს ესხმის არამოსამართლე წევრებს, დეპუტატი დაინტერესდა თამარ ალანიას პოზიციით, აქვთ თუ არა მათ ამის სამართლებრივი და მორალური უფლება.

“თქვენ როცა საუბრობთ მოსამართლე წევრებზე, არამოსამართლე წევრებზეც კარგი იქნება თუ გავაკეთებთ აქცენტს. იმიტომ, რომ პოლიტიკური შეფასებების გარდა, არამოსამართლე წევრი ბევრი ვიხილე აქციაზე, რომელიც სასამართლოს არ ეხებოდა. ის არის საჯარო მოხელე. კანონში პირდაპირ გვიწერია, ვინ არის საჯარო მოხელე…”, – განაცხადა ალანიამ.

გოცირიძე დაინტერესდა, საჯარო მოხელეს ეკრძალება თუ არა საჯარო აქტივობა, რაზეც ალანიამ უპასუხა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ასეთი აქტივობა ეკრძალება, რადგან იგი უნდა იყოს ნეიტრალური ფიგურა, რომელიც არ იქნება არცერთი პარტიის წევრი.

“რაც შეეხება მოსამართლე წევრებს, იგი შეიძლება აკეთებდეს სასამართლოსთან დაკავშირებულ განცხადებებს. არ მახსენდება საბჭოს მოსამართლე წევრი, რომელიც სასამართლოსგან განყენებულ საკითხებზე საუბრობდეს”, – დასძინა ალანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი