ახალი ამბები

“ლელო” პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესის მოსამართლეობის ყველა კანდიდატი ჩააგდოს

23 სექტემბერი, 2019 • 892
“ლელო” პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესის მოსამართლეობის ყველა კანდიდატი ჩააგდოს

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, “არალეგიტიმური პროცესის შედეგად შერჩეულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არცერთ კანდიდატს მხარი არ დაუჭიროს”.

ამის შესახებ მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” ოფისში დღეს, 23 სექტემბერს, 12:00 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა დღეიდან დაიწყო. ყველა კანდიდატის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა პორტფოლიოები – OSGF

მასალების გადაბეჭდვის წესი