“არცე რთი მტკიცებულება არ გადმოუციათ და არც ერთი მუხლი არ შეცვლილა, რომელიც დადგენილებაში ეწერა. როგორც მაშინ ამტკიცებდა პროკურატურა, დღესაც თვლის, რომ ბადრი პატარკაციშვილს არანაირი ძალადობრივი განზრახვები არ ჰქონდა, მშვიდობანი მოქალაქე იყო, გადატრილებას არ გეგმავდა. შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა დაეძინებინა სხვა მიზნებით. და ზრუნავდა მასზე. აბსურდული ბრალი იყო და დარჩა ასეთად. ალბათ მეოთხედ უნდა მოითხოვონ ადეიშვილის და სააკაშვილის ექსტრადირება ალბათ ეს მიზანი აქვთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის, არც მიხეილ სააკაშვილისთვის და არც ზურაბ ადეისვილისთვის ეს არაფერს არ ცვლის. ცივილიზებული სამყარო საქართველოს პროკურატურის ბრალდებებს სერიოზულად არ მიიჩნევს” – განაცხადა ოთო კახიძემ.
მისი თქმით, მთავარ პროკურატურაში მას გადაეცა ბრალდების ახალი დადგენილებები, სადაც მოხდა მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილისთვის ბრალის დაზუსტება.
ადეიშვილს და სააკაშვილს 7 ნოემბრისა და “ტელეიმედში” შეჭრის საქმეზე ბრალად წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
2014 წლის ივლისში მთავარმა პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია იმედში შეჭრის და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების ბრალდებით ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა, მასთან ერთად ბრალი წარედგინათ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერ გიორგი უგულავას.