როგორც “ნეტგაზეთს” თავად კახა კუკავამ განუცხადა, “თავისუფალი თაობის” ლიდერ ლადო სადღობელაშვილთან ინციდენტი დღეს საპატრულო პოლიციის შენობასთან მოხდა:
“სადღობელაშვილი შეეცადა პროვოკაციის მოწყობას, რის შემდეგაც მიეშველნენ პოლიციელები, დამადეს ხელბორკილები, დამაკავეს და ახორციელებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს. მალევე გამანთავისუფლეს. რა მუხლით მიდის გამოძიება, არ ვიცი. ალბათ იქნება სასამართლო პროცესი და დამირეკავენ.”
შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ კახა კუკავას დაკავება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, კუკავას “თავისუფალი თაობის” ლიდერ ლადო სადღობელაშვილთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა.
“კახა კუკავას დაკავება მოხდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე”, – განაცხადეს შსს-ში.