ახალი ამბები

“თავისუფლება პოლიტპატიმრებს” – სასამართლოს წინ აქცია მიმდინარეობს

19 სექტემბერი, 2019 • 999
“თავისუფლება პოლიტპატიმრებს” – სასამართლოს წინ აქცია მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ აქცია, სახელწოდებით “თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, მიმდიანრეობს. აქციის მონაწილეები 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

დღეს სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი 2 საათზეა ჩანიშნული. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულები ხელისუფლების პოლიტპატიმრები არიან და მათზე ზეწოლა მიმდინარეობს, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით.

ოქრუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა 27 ივლისს შეეფარდა. ის შსს-მ 25 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება 26 ივლისს მისი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე შეაფასეს. მათ დაკავებულის ბრალეულობა გამორიცხეს და აღნიშნეს, რომ საქმე პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული.

აქციას უერთდება მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომლის ძმიშვილი მორის მაჩალიკაშვილი ბრალდებულთა შორის არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი