68% იმ ადამიანებისა, რომელსაც 20 ივნისის მოვლენების შესახე სმენია, ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად, – ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებულ კვლევაში.

ის ადამიანები, რომლებსაც 20 ივნისის შესახებ სმენიათ, მკვლევრების მიერ გამოკითხულების 92%-ს შეადგნენ.  ამ ნაწილის 68% [ანუ, ჯამში, გამოკითხულების 62%] ფიქრობს, რომ აქციის დაშლისას გადამეტებული ძალა გამოიყენეს.

წყარო: NDI

22% ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ სათანადო ძალა გამოიყენა.

იგივე მონაცემები ჩაშლილი. წყარო:NDI

ამასთან, კვლევის თანახმად ,ჯამში, ამ ადამინების 55 პროცენტი 20 ივნისის აქციაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ინსტიტუტებს აკისრებს, ყველას ერთნაირ პასუხისმგებლობას — 14%, ხოლო ენმ-სა და ოპოზიციას პასუხისმგებლობას, ჯამში, 15% აკისრებს.

წყარო: NDI

71% იმ ადამიანებისა, რომლებსაც სმენიათ 20 ივნისის მოვლენების შესახებ და თან მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა, ფიქრობს, რომ არ გატარდა სათანადო ღონისძიებები მათ მიმართ, ვინც გადამეტებული ძალა გამოიყენა.

მთავრობის პასუხს 20 ივნისის მოვლენებზე, საერთო ჯამში, დადებითად მხოლოდ 23% აფასებს,  59% – უარყოფითად.

წყარო: NDI

ნახეთ ასევე:

[toggle title=”ნახეთ კვლევის შერჩევა, მეთოდოლოგია, ცდომილება”]

კვლევის შერჩევა
კვლევის მეთოდოლოგია

[/toggle]

უმრავლესობა ფიქრობს, რომ 20 ივნისის დარბევისას გადამეტებული ძალა გამოიყენეს – NDI