ახალი ამბები

ჯაფარიძის ვერსია – რატომ მოხვდა არტარეა “გახარიას წერილში”

19 სექტემბერი, 2019 •
ჯაფარიძის ვერსია – რატომ მოხვდა არტარეა “გახარიას წერილში”

“მეც დავინტერესდი, როდესაც ეს წერილი მივიღე, “არტარეასთან“ საერთოდ რა შუაში იყო, კულტურის არხია და მერე ვიკითხე იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ არხის პროგრამირებას აკეთებენ“, – ამბობს მოძრაობა “ლელოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე.

“აღმოჩნდა, რომ თურმე, იქ რამდენიმე ოპოზიციურად განწყობილი ლიტერატორი გამოდიოდა და ეტყობა, ეს იყო გამაღიზიანებელი ფაქტორი“, – განაცხადა ჯაფარიძემ ტელეკომპანია “პირველთან“ საუბრისას.

ჯაფარიძე ამ განცხადებით ეხმიანება წერილს, რომელიც მისი და ხაზარაძის თქმით, შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღეს. წერილის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, პროკურატურამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც უწყების მტკიცებით, იმ წერილის ასლია, რის შესახებაც მამუკა ხაზარაძე საუბრობდა შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის კონტექსტში. გახარია წერილის გაგზავნის ფაქტს უარყოფს.

ამ წერილში ასევე ნახსენებია ტელეკომპანია “არტარეა”: “არტარეას” უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი”.

ჯაფარიძე დღეს 18 სექტემბერს ყვება, რომ ოპოზიციურად განწყობილ ლიტერატორებში, სხვებთან ერთად, ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი იგულისხმებოდნენ.

“მე არ ვადევნებდი ასე დეტალურად ამ გადაცემებს თვალს, მაგრამ შემდგომ მივხვდი, რომ ეს იყო ძირითადი განმაპირობებელი “არტარეას“ მოქცევისა ამ საკითხში,“ – განმარტავს ჯაფარიძე.

ვრცლად ამ თემაზე:

რა კავშირშია თიბისის საქმე ტვ პირველსა და “არტარეასთან”

მასალების გადაბეჭდვის წესი