ახალი ამბები

ადმინისტრაციის თქმით, ზურაბიშვილი ტერმინატორისა და The Walking Dead-ის პროდიუსერს შეხვდა

18 სექტემბერი, 2019 • 1167
ადმინისტრაციის თქმით, ზურაბიშვილი ტერმინატორისა და The Walking Dead-ის პროდიუსერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ფილმ “ტერმინატორისა“ და სერიალ “The Walking Dead-ის“ პროდიუსერს შეხვდა.

ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საქართველოში პროდიუსერები, გეილ ენნ ჰერდი და პოლ თილტგესი ორგანიზაციის “ქალები კინოსა და ტელევიზიაში” (WIFT Caucasus) მოწვევით ჩამოვიდნენ.

მათივე თქმით,  ერთ-ერთი მათგანი, გეილ ენნი – “ტერმინატორის“ და ,,The Walking Dead-ის“ პროდიუსერია. ამავდროულად, ენნი საერთაშორისო ორგანიზაცია Women in Film & Television International-ის (WIFTI) საპატიო წევრი და აქტიური მხარდამჭერია.

“მიმდინარე წლის ივლისში სწორედ მისი ხელშეწყობით დაფუძნდა ორგანიზაციის კავკასიის ფილიალი, რომლის საბჭოს წევრების უმეტესობაც საქართველოდან არიან, პრეზიდენტი კი რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილია. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, მათი საქმიანობის მთავარი თემა გენდერული თანასწორობის საკითხია და მასტერკლასებზეც, რომლebსაც ისინი საქართველოში ჩაატარებენ, მონაწილეთა გენდერული ბალანსია დაცული. მომავალ წელს იგეგმება საქართველოში კინემატოგრაფების ქალთა საერთაშორისო კონგრესის ჩატარება.

უკვე დაწყებულია კონგრესის მოსამზადებელი სამუშაოები და პრეზიდენტმა კინემატოგრტაფებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეებმა ქართული კინემატოგრაფიის მიღწევებსა და ისტორიაზე ისაუბრეს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში კინემატოგრაფიას მდიდარი ისტორია აქვს, რომელშიც ქალი რეჟისორები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობენ“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი