რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჭორაობას უწოდებს მამუკა ხაზარაძის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტისთვის მოძიებულ ბრიტანელ ინვესტორს უარი უთხრა პროექტში ჩართვაზე.
“არ მინდა ჭორაობაში შევყვე ბატონ მამუკა ხაზარაძეს, რადგან ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მაქვს და, როგორც ჩანს, ამ პროექტის ბედიც უფრო მადარდებს”, – ასე უპასუხა ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების კითხვას ხაზარაძის ბრალდებასთან დაკავშირებით. ხაზარაძის თქმით, ცქიტიშვილმა ბირტანელ ინვესტორებს უთხრა, რომ “თქვენნაირი ინვესტორები არ გვინდა”.
“მიჭირს სერიოზული კომენტარი გავაკეთო. რა თქმა უნდა, ასეთი არც ფრაზა და არც მსგავსი სულისკვეთება ყოფილა ამ შეხვედრაზე. არაერთხელ ვთქვი, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გვაქვს სრული მზაობა, რომ ეს პროექტი შედგეს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ და სხვა ინვესტორებსაც, კონსორციუმის თხოვნით, ჩვენ შევხვდით მათ. კონსორციუმმა შემოიტანა განაცხადი “კონტი ჯგუფის” “მერიდიან კაპიტალ ლიმეტედით“ ჩანაცვლების შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, გვაქვს დაწესებული გარკვეული ვადა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ უნდა შევისწავლოთ ამ ინვესტორის ფინანსური მდგომარეობა, რეპუტაცია და სხვა ფაქტორები. ეს პროცესი სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს და ვისურვებდი, ყველა მხარემ მოგვცეს საშუალება, რომ მთავრობამ და კონსორციუმმა ვიმუშაოთ ამ პროექტის განხორციელებისთვის“ ,- აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
მსხვილ ინვესტორს ცქიტიშვილმა უთხრა, რომ ასეთი ინვესტორი მათ არ სჭირდებათ – ხაზარაძე ანაკლიაზე