ნაციონალური მოძრაობისა და თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი აბესაძემ დღეს განაცხდა, რომ თეა მიროტაძის დანიშვნა ნეპოტიზმის კლასიკური შემთხვევაა.

 

“ბატონი ჩახავა, რომელიც ადმინისტრაციის უფროსი იყო. მისი გათავისუფლება მისი პირადი განცხადებიდან გამომდინარე დაბრალდა მის ოჯახურ პირობებს. ხედავთ, რომ ის იქნა დაქვეითებული და ინიშნება მერიის უსაფრთოების სამსახურის უფროსის მოადგილედ. გაუგებარია, თუკი ის ვერ ასრულებდა ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობებს, რატომ მოხდა მისი დანიშვნა სხვა თანამდებობაზე თბილისის მერიაში. ნეპოტიზმის კლასიკური შემთხვევაა, როდესაც ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ისე, რომ კონკურსიც არ გაუვლია, დაინიშნა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ანი მიროტაძის და”, – განაცხადა აბესაძემ.

 

“ნაციონალური მოძრაობის” ცნობით, შესაძლოა ნინა ხატისკაცმა, მერის მოადგილემაც დატოვოს თანამდებობა. ნეტგაზეთი დაუკავშირდა თბილისის მერიას, თუმცა მერიაში განგვიცხადეს, რომ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება მიმდინარე კვირაში გავრცელდება.

თბილისის მერია
თბილისის მერია

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *