რუსეთში “იჟსტალ იჟევსკის“ ჰოკეისტს, რომელიც მატჩში საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს, საჩუქრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი AK-47 გადასცეს.
როგორც ვიდეოში ჩანს, მატჩის შემდეგ გუნდის მწვრთნელმა სპორტსმენს იარაღი გასახდელში გადასცა და თან თქვა:
“დღევანდელი დღიდან, სხვა ბევრი გუნდის მსგავდსად, ტრადიციას ვამკვიდრებთ… ვინაიდან და რადგანაც ჩვენ “კალაშნიკოვის“ იარაღის მწარმოებელ ქალაქში ვცხოვრობთ, ყოველი მატჩის შემდეგ თქვენ თვითონ ამოირჩევთ საუკეთესო სპორტსმენს და წინა მფლობელი ამ საუკეთესო მოთამაშეს მას [იარაღს] გადასცემს,“ – ამბობს ვიდეოში გუნდის მწვრთნელი რამილ საიფულინი, შემდეგ კი იარაღს გოლკიპერს გადასცემს.
პრიზის გადაცემას სხვა სპორტსმენებიც გამოეხმაურნენ, მაგალითად, ერთმა იკითხა, თუ შეიძლებოდა იარაღის საზღვარგარეთ მატჩებზე გატანა, მწვრთნელმა კი განუმარტა: “რამეს მოვიფიქრებთ და ხის მოდელს წავიღებთ თან“.
იჟევსკი ქალაქია რუსეთში, სადაც “კალაშნიკოვის” ქარხანა მდებარეობს. ჰოკეის კლუბი რუსეთის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს.