ახალი ამბები

გამოკითხულთა 88% ამბობს, რომ დანაზოგი არ აქვს – NDI

17 სექტემბერი, 2019 • 2698
გამოკითხულთა 88% ამბობს, რომ დანაზოგი არ აქვს – NDI

“ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის”  (NDI) მიერ დღეს, 17 სექტემბერს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 88% ამბობს, რომ მას ან მის ოჯახს დანაზოგი არ აქვს.

გამოკითხვისას რესპონდენტებს ასევე დაუსვეს კითხვა, დანაზოგის არსებობის შემთხვევაში, სად შეინახავდნენ მას. ამ კითხვაზე 45% პასუხობს, რომ დანაზოგს ფორმალურ ინსტიტუტში ანუ ბანკსა თუ სხვა სახის ფინანსურ დაწესებულებაში შეინახავდა. გამოკითხულთა ზუსტად იგივე ოდონება [45%] საპირისპირო აზრს იზიარებს და ამბობს, რომ დანაზოგს ფორმალური ინსტიტუტების გარეთ, სახლში, მეგობრის სახლში, მიწაში და ა.შ. შეინახავდა.

რაც შეეხება კითხვას, თუ რომელ ვალუტაში შეინახავდნენ დანაზოგს ასეთის არსებობის შემთხვევაში, გამოკითხულთა უმეტესობა – 43% ამბობს, რომ დანაზოგს ლარში გააკეთებდა, 38% აშშ დოლარს ასახელებს, ხოლო 9% – ევროს.

კვლევა მიმდინარე წლის  13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის ცდომილება 1.7%-ია. საველე სამუშაოები “CRRC – საქართველომ” ჩააატრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი