Interviewsახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ 20 სექტემბერს დაგეგმილ აქციას უერთდება

16 სექტემბერი, 2019 • 1407
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ 20 სექტემბერს დაგეგმილ აქციას უერთდება

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ 20 სექტემბერს “სირცხვილიას” აქციას შეუერთდება:

“რაც 20 ივნისს მოხდა, ეს ერის შეურაცხყოფაა. თქვენ დააფიქსირეთ გულწრფელი პროტესტი და თქვით, რომ თავისუფლება დასაცავია. მე აქ [აქციაზე] მოვიდივარ არა ჩემი რაღაც პოლიტიკური კარიერის გამო, არამედ თქვენს გვერდში დასადგომად. მინდა გითხართ, რომ თუ საქართველოში თავისუფლებისთვის ბრძლა ერთი წამით მაინც მოდუნდა, ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები გვექნება წინ”,-განაცხადა ხაზარაძემ.

20 სექტემბერს მოძრაობა “სირცხვილია” რუსთაველის გამზრიზე საპროტესტო აქციის, სახელმწოდებით “ერთადერთის წინააღმდეგ”, გამართვას გეგმავს. “სირცხვილია” 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენების შემდგომ დაფუძნებული მოძრაობაა, რომელიც აქციების, ტელეგადაცემებისა და სხვა ფორმატებში 2 თვეზე მეტია გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი