ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე I ადგილი დაიკავა

14 სექტემბერი, 2019 • 1467
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე I ადგილი დაიკავა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრებმა ოქროს მედლები მოიპოვეს ყველა წონით კატეგორიაში, რომელშიც კი მონაწილეობდნენ. სულ შვიდი წონითი კატეგორიიდან ქართველმა ვაჟმა ძიუდოისტებმა ხუთში იასპარეზეს და ხუთივეში ოქროს მედლები მოიპოვეს. ფინეთში ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი თუთაშვილი (-66კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ლაშა ბექაური (-90კგ), ილია სულამანიძე (-100კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ).

კიდევ ერთი ოქროს მედალი საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, რომელიც ქართული ძიუდოს ისტორიაში ახალგაზრდებს შორის პირველი ევროპის ჩემპიონი ქალი ძიუდოისტია.

ვერცხლის მედალი -81კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ახალკაცმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოსმედალოსნები გახდნენ: მარიამ ჭანტურია (-70კგ) და მიხეილ ბექაური (-90კგ).

შენიშვნა: ცხრილში აკლია ერთი ბრინჯაოს მედალი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი