ახალი ამბები

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: აჭარის მთავრობას უნდობლობა უნდა გამოვუცხადოთ

9 მარტი, 2015 •
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: აჭარის მთავრობას უნდობლობა უნდა გამოვუცხადოთ

”აჭარის რეგიონში პოლიტიკური მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ეს განპირობებულია იმით რომ აჭარის მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს ჯეროვნად. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლება შესულიყო ამ კრიზისში. 

 

2012 წლიდან დღემდე აჭარის მთავრობამ ვერ წარმოადგინა რეგიონის განვითარების გეგმა, ვერ მოაგვარეს ის ძირითადი პრობლემები, რომელიც არის რეგიონში ეკომიგრანტებთან მიმართებაში, იპოთეკით დაზარალებულთა საკითხები, მიწისძვრით დაზარალებულთა საკითხები. მათ პრაქტიკულად არავითარი ხედვა არ გააჩნიათ თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. ვერ  თანამშრომლებენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ეფექტურად. 

 

ჩვენ ვთვლით, რომ კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა არის აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება. ჩვენ თავისუფალი დემოკრატები ამ პროცესს ვიწყებთ,”  – განაცხადა  სულხან ღლონტმა. 

 

მთავრობისთვის უნდობლობის პროცედურის გამოცხადებას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობა (14 ხმა) სჭირდება. სულხან ღლონტის განცხადებით, თუ ოპონენტებს პრობლემის რეალურად მოგვარება სურთ, კონსულტაციები უნდა დაიწყოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის. 

 

თემურ კახიძე და სულხან ღლონტი

მასალების გადაბეჭდვის წესი