ახალი ამბები

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარედ ირაკლი ბერაია აირჩიეს

13 სექტემბერი, 2019 • 1089
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარედ ირაკლი ბერაია აირჩიეს

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – ირაკლი ბერაია, მდივნად კი – კობა ნარჩემაშვილი აირჩიეს.

დღევანდელ საორგანიზაციო სხდომაზე კომისიის დებულების პროექტი დაამტკიცეს.

კომისია 14 წევრისგან დაკომპლექტდა. კომისიის შემადგენლობაში შედიან:

საპარლამენტო უმრავლესობიდან: გიორგი ვოლსკი, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ხუნდაძე, გიორგი კოპაძე, სიმონ ნოზაძე, და გიორგი გაჩეჩილაძე; “ევროპული საქართველოდან”: გიორგი კანდელაკი, ლელა ქებურია და სერგი კაპანაძე; “პატრიოტთა ალიანსიდან”: ადა მარშანია; “ნაციონალური მოძრაობიდან” – რომან გოცირიძე, ხოლო დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით გედევან ფოფხაძე და კობა ნარჩემაშვილი შედიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი