ახალი ამბები

ანა დოლიძე მამუკა ხაზარაძის მოძრაობაში გაწევრიანებაზე ამ ეტაპზე უარს ამბობს

13 სექტემბერი, 2019 •
ანა დოლიძე მამუკა ხაზარაძის მოძრაობაში გაწევრიანებაზე ამ ეტაპზე უარს ამბობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ადასტურებს, რომ მამუკა ხაზარაძის მოძრაობაში გაწევრიანების შეთავაზება მიიღო.

დოლიძის თქმით, არ იცნობს მამუხა ხაზარაძის შეხედულებებს და ამ ეტაპზე გადაწყვიტა, საზოგადოებრივი საქმიანობა დამოუკიდებლად გააგრძელოს და ხაზარაძის მოძრაობის საქმიანობას დააკვირდეს.

“მე ვიფიქრე ამ საკითხზე. შეხვედრა მქონდა მამუკა ხაზარაძესთან. ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებლად გამეგრძელებინა ჩემი საზოგადოებრივი საქმიანობა. მე მაქვს ჩემი საკმაოდ პრინციპული პოზიციები არა მარტო სასამართლოზე, არამედ შრომის უსაფრთხოებაზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე და ბევრ თემაზე. ძალიან მომწყინდა და ყველას მოსწყინდა ბევრი ბლა-ბლა-ბლა და მაჩოობა. პირდაპი ვუთხარი მამუკა ხაზარაძესაც, რომ ველოდები მისი ძალის მხრიდან და ყველა ძალის მხრიდან რეალურ პოლიტიკურ შეხედულებებს, მაგალითად, ჯანდაცვაში რას აპირებს… პენსიებთან დაკავშირებით რას აპირებს. ეს შეხედულებები გამოჩნდება და მერე გადავწყვეტ, რა მოხდება”, – განაცხადა ანა დოლიძემ “კავკასიის” ეთერში.

ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ახალი ხალხის შემოსვლა პოლიტიკაში ძალიან კარგია.

“ჩანს, რომ მამუკა ხაზარაძეს ახალი ხალხი შემოჰყავს და ეს კარგია. ბევრთან ვმეგობრობდი, გავაგრძელებ მეგობრობას, ბევრთან შეიძლება საქმეზე ვიკამათოთ, მაგრამ თუ ხალხისთვის მენიუში არჩევანს გაზრდის, ეს მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლოა”, – აღნიშნა დოლიძემ.

რას უნდა ველოდოთ ხაზარაძის “საზოგადოებრივი მოძრაობისგან”

მასალების გადაბეჭდვის წესი