ახალი ამბები

ცქიტიშვილის თქმით, “ხაზარაძის ჭორაობაზე” კომენტარს ვერ გააკეთებს

13 სექტემბერი, 2019 • 687
ცქიტიშვილის თქმით, “ხაზარაძის ჭორაობაზე” კომენტარს ვერ გააკეთებს

“ნამდვილად არ მაქვს არანაირი სურვილი, ბატონ ხაზარაძეს ამ ჭორაობაში გამოვყვე. ეს არის ჭორაობა, რომელიც, სამწუხაროდ, არაერთხელ მოგვისმენია მამუკა ხაზარაძისგან”, – ეს განცხადება ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გააკეთა მამუკა ხაზარაძის  გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახლში გამართულ შეხვედრას ეხება.

შეხვედრას, ხაზარაძის თქმით, ვანო ჩხარტიშვილი და მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ესწრებოდნენ.

ხაზარაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სოლოლაკის რეზიდენციაში შეხვდა “ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილსა და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს. ის ამ შეხვედრას “პატარა სასამართლოს” უწოდებს:

“მე პატარა სასამართლოზე აღმოვჩნდი, სადაც ივანიშვილი იყო მოსამართლეც, უზენაესის თავმჯდომარეც, საკონსტიტუციოს თავმჯდომარეც.”

რა მოხდა ჩხარტიშვილ-ივანიშვილთან შეხვედრისას – ხაზარაძის ვერსია 30 მილიონის მოთხოვნაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი