ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო საქართველოში არასდროს ყოფილა.
ასე უპასუხა ივანე მაჭავარიანმა მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებებს.
“მხოლოდ ერთი რამ ვიცი, ამ შეხვედრის შესახებ არ მსმენია [ხაზარაძე-ივანიშვილის], დანარჩენი, ქართულ პოლიტიკაში ვინ არის სანდო და ვინ არა, თქვენ მითხარით. ოც წელზე მეტია ბიზნესში ვარ და ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო ბოლო 25 წლის მანძილზე არ ყოფილა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ზეწოლის კონკრეტული ფაქტები კონკრეტულმა კომპანიებმა მოიტანონ და დადონ, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ “,-აცხადებს მაჭავარიანი.
რა მოხდა ჩხარტიშვილ-ივანიშვილთან შეხვედრისას – ხაზარაძის ვერსია 30 მილიონის მოთხოვნაზე