თბილისში, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი საგანგებო სიტუაციების მართვისა და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.
უწყება ამბობს, რომ მდინარეში ჩავარდნილი ძაღლი თავისი ძალებით უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდა, მაშველებმა კი მოტონავის საშუალებით წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.








