ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „ბათუმელები“ შს სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა. ბესიკ ამირანაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით სამინისტროს განმარტებას მოგვიანებით მოგაწვდით.
ბესიკ ამირანაშვილი არის 30 წლის. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, ბესიკ ამირანაშვილი 14-კაციან გუნდთან ერთად ჩამოდის ბათუმში სამუშაოდ.
მთავარ სამმართველოში დასაქმებული პოლიციელების ინფორმაციით, ბესიკ ამირანაშვილი სამსახურში შემდეგ სამშაბათს გამოცხადდება.
რაც შეეხება ლევან ხარაბაძეს, რომელიც დავით თამაზაშვილის გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო, სამუშაოდ სხვაგან გადადის.