ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძის მოძრაობას “ლელო” ერქმევა

12 სექტემბერი, 2019 • 1875
მამუკა ხაზარაძის მოძრაობას “ლელო” ერქმევა

მამუკა ხაზარაძის მოძრაობას ლელო ერქმევა. ამის შესახებ მან ანაკლიაში მოძრაობის პრეზენტაციაზე განაცხადა.

“ეს არის ძველი ქართული სახელი. ინსპირაცია მოგვცა გალაკტიონმა. თოთოეულმა ჩვენგანმა უნდა დადოს თავისი ლელო. დამთავრდა ქვეყანაში ერთი კაცის იმედად პროცესის ჩამოკიდება”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

მამუკა ხაზარაძემ მოძრაობა, რომელიც 2020 წლის არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, დღეს დააფუძნა. ხაზარაძის თქმით, მათი მიზანი არჩევნებში გამარჯვებაა. ხაზარაძის მოძრაობაში იქნებიან იურისტები, ანა ნაცვლიშვილი და კახა კოჟორიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი