ახალი ამბები

საქართველო Google-ში დიეტის ძებნის მაჩვენებლით მე-7 ადგილზეა

11 სექტემბერი, 2019 • 1963
საქართველო Google-ში დიეტის ძებნის მაჩვენებლით მე-7 ადგილზეა

საქართველო მე-7 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც Google-ში დიეტას ყველაზე ხშირად ეძებენ.

“დიეტით შეპყრობილი” ქვეყნების სია Chef’s pencil-მა Google Trends-ზე დაყრდნობით შეადგინა. გამოცემამ გააანალიზა, ყველაზე ხშირად რომელი ქვეყნებიდან მიმართავენ Google-ის საძიებო სისტემაში დიეტასთან დაკავშირებულ საკითხებზე.  20 ქვეყნისგან შემდგარი სიის სათავეში პოლონეთია, შემდეგ ადგილებს კი იკავებენ: ავსტრალია, შეერთებული შტატები, ახალი ზელანდია, მოლდოვა და სამხრეთ ამერიკა.

აღნიშნულ სიაში მე-7 ადგილს იკავებს საქართველო. როგორც ირკვევა, Google-ის მომხმარებლები საქართველოდან ყველაზე ხშირად დუკანის დიეტით ინტერესდებიან.

საქართველოს შემდეგ, დიეტის ძებნის მხრივ top ქვეყნებს შორისაა: ლიბანი, კანადა, გაერთიანებული სამეფო, ხორვატია, კატარი, გაერთიანებულ არაბთა ემირატები, ირლანდია, რუმინეთი, საბერძნეთი, იტალია, ქუვეითი, ჩეხეთი და რუსეთი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი