ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კარასინმა თანამდებობა დატოვა – რა ბედი ელის აბაშიძე-კარასინის ფორმატს

10 სექტემბერი, 2019 • 1753
კარასინმა თანამდებობა დატოვა – რა ბედი ელის აბაშიძე-კარასინის ფორმატს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა თანამდებობა დატოვა. შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.

გრიგორი კარასინი დსთ-ის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს კურირებდა.

ამ ეტაპზე უცნობია, როგორ გაგრძელდება ორმხრივი ფორმატი რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც აქამდე აბაშიძე-კარასინის ფორმატის სახელით იყო ცნობილი. როგორც ზურაბ აბაშიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, ქართული მხარეს ფორმატის გაგრძელების მზაობა აქვს, თუმცა აღნიშნულ საკითხზე, მისივე განმარტებით, კომუნიკაცია ჯერ არ შემდგარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი