ახალი ამბები

ავთანდილ წერეთლის გირაო მისმა შვილმა უძრავი ქონებით უზრუნველყო

10 სექტემბერი, 2019 • 765
ავთანდილ წერეთლის გირაო მისმა შვილმა უძრავი ქონებით უზრუნველყო

ავთანდილ წერეთელს გირაო მისმა შვილმა, ტვ “პირველის” მფლობელმა ვატო წერეთელმა საკუთარი უძრავი ქონებით უზრუნველყო, თუმცა ეს არ არის ტვ “პირველის” შენობა. ამის შესახებ ნეტგაზეთს ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განუცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტვ “პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის მამას, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს 500 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის მოსამართლემ ეკატერინე კულულაშვილმა 27 აგვისტოს მიიღო. წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს ჩაინიშნა.

ამგვარად, სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომელიც ავთანდილ წერეთელს 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის დახმარებას ედავება (სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი