ახალი ამბები

ჩვენი მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება – ხაზარაძე

9 სექტემბერი, 2019 • 2783
ჩვენი მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება – ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძის სამოქალაქო მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება. ამის შესახებ ტელეკომპანია “პირველს” მამუკა ხაზარაძემ განუცხადა:”ძალიან მიხარია ანას შემოერთება. დანარჩენს უახლოეს პერიოდში გაიგებთ”.

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელი ასევე ამბობს, რომ 2 დღეში გამოაცხადებს მის მიერ ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი მოძრაობის ოფიციალურად დაფუძნების თარიღს. მისი თქმითვე, უახლოეს მომავალში დააარსებს პარტიასაც.

ანა ნაცვლიშვილი წლების წინ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე იყო, შემდეგ კი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი.


მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით).

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობდა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელიც პორტს აშენებს.

ამავე თემაზე

“ამ ეტაპზე კომენტარს არ გავაკეთებ” – ვიხილავთ თუ არა კოჟორიძეს ხაზარაძის მოძრაობაში

მასალების გადაბეჭდვის წესი