ახალი ამბები

2014 წელს “ოცნებას” 6 მილიონზე მეტი, ხოლო ენმ-ს 300 ათას ლარამდე შეწირეს

3 მარტი, 2015 •
2014 წელს “ოცნებას” 6 მილიონზე მეტი, ხოლო ენმ-ს 300 ათას ლარამდე შეწირეს

ამ თვალსაზრისით მეორე ადგილზე გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობაა – 342 053.35 ლარით, მესამეზე ნაციონალური მოძრაობა – 299 819 ლარი, მეოთხეზე “პატრიოტთა ალიანსი” – 237 351 ლარი, ხოლო მეხუთეზე საქართველოს გზა – 88 421 ლარი.

 

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, “ქართულ ოცნებასა” და ენმ-ს თანხებს დეპუტატები წირავდნენ, თუმცა გადარიცხული თანხების ოდენობაში კონტრასტი აშკარაა. მაგალითად, “ქართულ ოცნებას” ვალერი გელაშვილმა 60 000 ლარი შეწირა, შოთა ხაბარელმა 25 000 ლარი, გოგი თოფაძემ 60 000 ლარი, ზურაბ ტყემალაძემ 50 000 ლარი, ვიქტორ ჯაფარიძემ 50 000 ლარი, ნანა ყეინიშვილმა 25 000 ლარი, კარლო კოპალიანმა 10 000 ლარი, გიორგი ჟვანიამ 20 000 ლარი, ბიძინა გუჯაბიძემ 30 000 ლარი, ზვიად ძიძიგურმა 30 000 ლარი, ნინო გოგუაძემ 7000 ლარი, გიგა ბუკიამ  30 000 ლარი, ვახტანგ ხმალაძემ 200 ლარი, თამაზ ავდალიანმა რამდენჯერმე გადარიცხა 500 ლარი.

 

რაც შეეხება ენმ-ს, ჩიორა თაქთაქიშვილმა პარტიას 100 ლარი გადაურიცხა, მიხეილ მაჭავრიანმა 100 ლარი,  გიორგი ღვინიაშვილმა 100 ლარი, ვახტანგ ლემონჯავამ 100 ლარი, აზერ სულეიმანოვმა 100 ლარი, კახა ბუცხრიკიძემ 100 ლარი, ტარიელ ლონდარიძემ 100 ლარი, დავით ბაქრაძემ 100 ლარი. ბიზნესმენმა კახა ბენდუქიძემ (რომელიც ნოემბერში გარდაიცვალა) რამდენჯერმე ჩარცხა 5555 ლარი ენმ-ს ანგარიშზე.

 

“ქართულ ოცნებას” თანხებს სწირავდა თამაზ თამაზაშვილი (3750 ლარი), ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი (50 000 ლარი), რომელიც იმ დროს “ქართუ ბანკს” ხელმძღვანელობდა. ასევე, ქართუ ჯგუფის თანამშრომლები, ასევე საპატრიარქოსთან დაკავშირებული და სხვა ბიზნესმენები.

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ყველაზე მსხვილი შემწირველები ნინო ბურჯამაძე (30 000 ლარი) და ბიზნესმენი ფრიდონ ინჯია არიან.


ფრიდონ ინჯია 50 000 ლარი, ასევე, საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე, რომელმაც პოლიტიკურ გაერთიანებას 10 000 ლარი შეწირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი