ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ხმებს ითვლიან – ხაჯიმბას შტაბის ცნობით, მათი კანდიდატი ლიდერობს

8 სექტემბერი, 2019 •
აფხაზეთში ხმებს ითვლიან – ხაჯიმბას შტაბის ცნობით, მათი კანდიდატი ლიდერობს

რაულ ხაჯიმბას შტაბი აცხადებს, რომ აფხაზეთში  ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მომქმედი “პრეზიდენტი”იმარჯვებს, თუმცა მცირე უპირატესობით.

სპუტნიკის ცნობით, ხაჯიმბას შტაბი აცხადებს, რომ 75 ათასი ბიულეტინის მონაცემების თანახმად, მათ ხმების 49% მიიღეს, ოპოზიციონერმა ალხას კვიცინიამ – 47%, ხოლო დანარჩენებმა ხმა ყველა წინააღმდეგ მისცეს.

ამავე ცნობის მიხედვით, გალის რაიონსა და ქალაქი სოხუმში ოპოზიციონერი კვიცინია ლიდერობს.

ხმის დამთვლელ კომისიას ჯერ წინასწარი შედეგები არ გაუვრცელებია. ხმის დათვლას ხაჯიმბას შტაბიც აგრძელებს, ჯერ ყველა ბიულეტინი დათვლილი არ არის.

ამჟამად ორივე კანდიდატის შტაბში მხარდამჭერები არიან შეკრებილი. სპუტნიკის ინფორმაციით, ქალაქში სიმშვიდეა.

პირველ ტურში, რომელიც 25 აგვისტოს გაიმართა, ხმათა მეოთხედის დაგროვებაც კი ვერ შეძლო ვერც ერთმა კანდიდატმა.

მეორე ტურში “პრეზიდენტი” რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციონერი ალხას კვიცინია მონაწილეობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი