შსს–ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო 118–ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს. შსს–ში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და დეტალებთან დაკავშირებით არ საუბრობენ.
როგორც ლაივპრესი წერს, ფიფია ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლასთან დაჭრეს. ის ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმების განმარტებით, სამი სანტიმეტრის სიღრმის ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა, რამაც შოკური მდგომარეობა გამოიწვია.
მეგის ქარდავა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. მას სააპელაციო სასამართლომ სერგო თეთრაძის საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ინტერპოლი ეძებს.