ახალი ამბები

ვერ მოითმინა, მე მისი ემოცია მესმის, მაგრამ პასუხს არ ვუწონებ – მარშანია კვიციანზე

8 სექტემბერი, 2019 • 1260
ვერ მოითმინა, მე მისი ემოცია მესმის, მაგრამ პასუხს არ ვუწონებ – მარშანია კვიციანზე

“მე მისი ემოცია მესმის, მაგრამ პასუხს არ ვუწონებ”, – ეს განცხადება პატრიოტთა ალიანსის წევრმა ადა მარშანიამ გააკეთა თანაგუნდელ ემზარ კვიციანთან დაკავშირებით, რომელმაც დღეს “სირცხვილიას” აქციის წევრებს აგინა და ფიზიკურად შეეხო.

“გამოსვლისას მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩემი ვარაუდით, ნაცმოძრაობის აქტივისტებმა. როცა შენ მოღალატე გეძახის მოღალატეს და ამას სკანდირებს, ადამიანს, რომელიც 15 წელის იარაღით ხელში სამშობლოს იცავდა და უამრავი ნათესავი ჰყავს იქ დაღუპული, მათ შორის ძალიან ახალგაზრდა დისშვილები… ეს ჩვეულებრივი ადამიანია და ეტყობა ვერ მოითმინა და გადავიდა ფიზიკურ პასუხზეც. ცხადია, ეს არც მოსაწონია და არც მისაღები, მითუმეტეს დეპუტატის მხრიდან. მე მისი ემოცია მესმის, მაგრამ პასუხს არ ვუწონებ”, – განაცხადა მარშანიამ ტვ პირველის ეთერში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი