ახალი ამბები

ბორის ნემცოვს დღეს დაკრძალავენ

3 მარტი, 2015 •
ბორის ნემცოვს დღეს დაკრძალავენ

ამჟამად ნემცოვის ცხედართან სახაროვსკის ცენტრში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, სადაც მიდიან მოქალაქეები და ყვავილები მიაქვთ. სახაროვსკის ცენტრში მივიდა ასევე რუსეთი ვიცე-პრემიერი არკადი დვორკოვიჩი, პრემიერ მინისტრის პრეს-მდივანი ნატალია ტიმაკოვა, ეხო მოსკვის მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი. 

 

ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დანაშაულის რამდენიმე ვერსიას, მათ შორის შეკვეთილ მკვლელობას განიხილავს: მკლელობა, როგორც პროვოკაცია, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისთვის; ასევე, განიხილება ვერსია, რომელიც უკავშირდება ისლამურ-ექსტერმისტულ კვალს – გამოძიების ინფორმაციით, ნემცოვი იღებდა მუქარებს პარიზში “შარლი ებდოს” ჟურნალისტების მკვლელობის პოზიციასთან დაკავშირებით. ასევე, განიხილება ვერსია, რომელიც შიდაუკრაინულ მოვლენებს უკავშირდება. კიდევ ერთი ვერსიით, მკლელობა ნემცოვის პირად ცხოვრებას უკავშირდება. 

 

ბორის ნემცოვს პარასკევს, 27 თებერვალს მოსკოვში ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.

 

უკრაინელი ფოტომოდელი, ანა დურიცკაია, რომელიც ბორის ნემცოვთან მისი მკვლელობის მომენტში იმყოფებოდა, ამბობს, რომ ბევრი დეტალი არ ახსოვს, “ძალიან რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს”. ის გამორიცხავს ვერსიას, რომ ნემცოვი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს. 

 

“მე ვნახე ავტომობილი, რომელიც დანაშაულის ადგილს უკვე ტოვებდა. არც ნომრები მახსოვს, არ მარკა, არც ფერი, ზუსტად არაფრის თქმა არ შემიძლია”, – განუცხადა ეხო მოსკვის რადიოსადგურს დურეცკაიამ.

 

დურეცკაია ამბობს, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანამშომლები სრულად აკონტროლებდნენ მის გადაადგილებას და უფლებას არ აძლევდნენ უკრაინაში გამგზავრებას. 

 
მისივე თქმით, მან მიიღო გადაწვყეტილება, რომ ნემცოვის დაკრძალვას არ დაესწროს და დღეს, გვიან ღამით კიევში გაემგზავრა.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოზე განაცხადა, რომ ნემცოვის მკლელობა, როგორც “ბინძური დანაშაული კანონის ყველა სიმკაცრით იქნება გამოძიებული, რათა დამნაშავეები პასუხისმგებლობას არ გაექცნენ”. 

 

ნემცოვის მკლელობას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ომაბაც.

 

“მე არ ვიცი, რა მოხდა, თუმცა ვიცი, რომ პრესის თავისუფლების, თავისუფალი ინფორმაციის, სამოქალაქო უფლებების დაცვის კუთხით ვითარება უარესია, ვიდრე ოთხი, ხუთი ან ათი წლის წინ”, – განაცხადა ობამამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი