„როგორმე მაკო გომურს პირადად გავცემ ყველა შეკითხვაე პასუხს“, — განაცხადა გიორგი გახარიამ კითხვაზე.
6 სექტემბერს პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ მას წაუკითხა 18 წლის მაკო გომურის კითხვა. მაკო გომურმა 20-21 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვიით. კითხვის ფორმულირება ასეთი იყო:
„რატომ არიან აქციის მონაწილეები დღეს ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია, რატომ არის თავისუფალი? თუ უდანაშაულო ხალხის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს, რანაირად შეძლებს ქვეყნის მართვას, როცა მას პრეზიდენტზე მეტი უფლება აქვს? და თუ ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გაცემული იყო და არ დაემორჩილა ჯარი, რანაირად შეძლებს, მართოს მთელი სისტემა? და კიდევ, გადაეცით, რომ ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონაა“.
გახარიამ ტექსტის მოსმენის შემდეგ თქვა, რომ ეს „შეფასება“ იყო და არა კითხვა: „როგორ, ეს კითხვა არ ყოფილა, შეფასება იყო. მადლობა, მადლობა შეფასებისთვის“.
ფრაქციის ფორმატში „ევროპულ საქართველოსთან“ შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ მას არ მისცეს კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება. ხოლო „ტაბულას“ ჟურნალისტის კითხვაზე, არც მაკო გომურის კითხვაზე პასუხის საშუალება მისცემია მას პარლამენტში?- გახარიამ უპასუხა:
„არ მოგვეცა საშუალება… „ეს იყო ზუსტად დაფიქსირებული, როგორც შეფასება, და მე როგორმე მაკო გომურს პირადად გავცემ ყველა შეკითხვაზე პასუხს“.