ახალი ამბები

ილია II-მ თავისი ნათლულების ოჯახებს 7 მარადმწვანე ნერგის დარგვა დაავალა

1 მარტი, 2015 • 1183
ილია II-მ თავისი ნათლულების ოჯახებს 7 მარადმწვანე ნერგის დარგვა დაავალა

“ჩემს ნათლულებს და მათ მშობლებს ეძლევა ლოცვა–კურთხევა, რომ გამონახონ გაჭირვებული ადამიანიები, მრავალი ადამიანი მწოლიარეა, მრავალ ადამიანს არ ჰყავს მომვლელი, წყლის მიმწოდებელიც კი არ ჰყავს ზოგიერთს. გამონახეთ ასეთი გაჭირვებული ადამიანი და კვირაში ერთხელ მაინც მიდით, მიხედეთ და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ: საჭმელით, ჩასაცმელით თუ თბილი სიტყვით. ეს ერთი, და მეორე დავალება: ჩემი ნათლულების ოჯახს ევალება, დღეს პირველი დღეა გაზაფხულისა, გევალებათ, რომ თქვენი შვილების საკეთილდღეოდ და თქვენი შვილების სახელზე დარგოთ 7 მარადმწვანე ნერგი, კედარისა ან ნაძვისა. აი, ეს 2 დავალება უნდა შეასრულოთ, და მადლი ღვთისა და წყალობა უხვად გადმოვა თქვენზე. 7 წმინდა რიცხვია და ამიტომ გადავწყვიტე, რომ 7, თუ გექნებათ ამისი საშუალება,”– განაცხადა ქადაგებაზე პატრიარქმა.

 

დღევანდელ ქადაგებაზე ილია მეორემ  მრევლს “მართლმადიდებლობის ზეიმი” მიულოცა:

 

“დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი, და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ამ ზეიმის დროს, 25 წლის წინ ღმერთმა ინება და მსოფლიო პატრიარქმა ცნო ავტოკეფალია და საპატრიარქო წოდება საქართველოს ეკლესიისა. მართლმადიებლობის ზეიმი – ეს არის ჭეშმარიტების ზეიმი,”– განაცხადა ქადაგებისას პატრიარქმა.

 

მართლმადიდებლობის ზეიმი” დიდმარხვის პირველ კვირას აღინიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი