ახალი ამბები

ღარიბაშვილი: შეძრული ვარ იმ ტრაგედიით, რომელიც მოსკოვის ცენტრში დატრიალდა

28 თებერვალი, 2015 •
ღარიბაშვილი: შეძრული ვარ იმ ტრაგედიით, რომელიც მოსკოვის ცენტრში დატრიალდა

“შეძრული ვარ იმ საზარელი ტრაგედიით, რომელიც მოსკოვის ცენტრში დატრიალდა – მოკლულია ერთ-ერთი თვალსაჩინო რუსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი. კატეგორიულად ვგმობ ამ საშინელ ძალადობას, იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი სასტიკი დანაშაულის ჩამდენები გამოაშკარავდებიან და პასუხს აგებენ კანონის წინაშე. ვიზიარებ მისი ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და თანავუგრძნობ რუს ხალხს” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრემიერ-მინისტრის პრესამსახურმა გაავრცელა.  

 

მოსკოვში 27 თებერვალს, საღამოს ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს.

 

რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, ნემცოვს ოთხჯერ ესროლეს. იგი თავის ნაცნობთან ერთად მოსკოვის ცენტრში გადაადგილდებოდა, რა დროსაც ცეცხლი გაუხსნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი