ახალი ამბები

პრეზიდენტის ეს მანდატი ჩემთვის ბოლოა – ზურაბიშვილი

5 სექტემბერი, 2019 • 1684
პრეზიდენტის ეს მანდატი ჩემთვის ბოლოა – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მანდატის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას არ აპირებს. ამის შესახებ მან ფრანგულ გაზეთ “Le Figaro”-ს განუცხადა.

ჟურნალისტმა ზურაბიშვილს იმ მიზნების შესახებ ჰკითხა, რომელთა მიღწევაც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე სურს. პრეზიდენტმა მას ასე უპასუხა:

“პირველ რიგში, ესაა საქართველოს ევროპაში შეყვანა იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ევროკავშირი ჩვენს აბსოლუტურ მიზანს წარმოადგენს. ვადის ამოწურვამდე მინდა გადავჭრა საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპირებული 20%-ის საკითხიც. მინდა, იქ შეღწევის საშუალება გვქონდეს, რათა აღარ ვიყოთ ტოტალურად პარალიზებულნი.

ბოლოს, მსურს, გავაგრძელო საზოგადოების გარდაქმნა, რათა სამუდამოდ გამოვიდეთ იმ ცნობიერებიდან, რომელსაც საბჭოთა მენტალიტეტი დაჰყვება.

პრეზიდენტის ეს მანდატი ჩემთვის უკანასკნელია: არ ვაპირებ, სამომავლოდ სხვა არჩევნებში მივიღო მონაწილეობა ან პოლიტიკური ცხოვრება განვაგრძო. ეს მე დამატებით დამოუკიდებლობას მანიჭებს. “.

მასალების გადაბეჭდვის წესი