მერიის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით 28 თებერვალს, 12:00 საათზე, სპორტის სასახლის საკონფერენციო დარბაზში თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და კომპანია „ნექსთ ივენთის“ წარმომადგენლების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
„Gorillaz“ კომპანია „ნექსთ ივენთის“ ორგანიზებით ჩამოდის, კონცერტი კი თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება. საქართველოში ეს ჯგუფის პირველი ვიზიტი იქნება.
ლეგენდარული ჯგუფი „Gorillaz“ ოთხი წევრისაგან შედგებოდა და ალტერნატიული როკისა და ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის ჟანრის მუსიკას ასრულებდა. ჯგუფის პირველი ალბომი 2007 წელს 7-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა, რამაც ჯგუფი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანა, როგორც ყველა დროის ყველაზე წარმატებული ვირტუალური ჯგუფი.