“2014 წელს 98 ექიმს სამედიცინო სერტიფიკატი დროებით შეუჩერდა. გადაცდომის ძირითადი მიზეზები კი არასწორ მკურნალობაში გამოიხატა“, – თქვა ნონო ხუციშვილმა ანალიტიკურ პორტალ „კვირის“ პრესკლუბში.
მისი თქმით, გარდა შეჩერებული სერტიფიკატებისა, გასულ წელს წერილობითი გაფრთხილება 195–მა ექიმმა მიიღო. ის ამბობს, რომ კანონმდებლობა გადაცდომის შემთხვევაში გარგვეულ შემთხვევაში წერილობით გაფრთხილებას, გარკვეულ შემთხვევებში კი სერტიფიკატის შეჩერებას ან გაუქმებას ითვალისწინებს.
„ხარისხის თვალსაზრისით კი გასული წლის განმავლობაში 300-მდე საქმე შევისწავლეთ. კანონმდებლობით, ექიმის მიერ გადაცდომის შემთხვევაში ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია. პროფესიული პასუხისმგებლობა ზოგიერთ შემთხვევაში წერილობით გაფრთხილებას, ზოგიერთ შემთხვევაში სერტიფიკატის დროებით, 6 თვემდე შეჩერებას, ან საერთოდ გაუქმებას ითვალისწინებს. კანონით გაწერილი პროცედურების შემდეგ ჩვენ საკითხის შესწავლას ვახორციელებთ. ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, რომ შემოწმდეს კერძო სამართლის იურიდიული პირი, იქმნება კომისია და ხდება საკითხების შესწავლა. ძირითადად, განცხადების საფუძველი არადამაკმაყოფილებლად ჩატარებული სამედიცინო მომსახურება არის ხოლმე“,- განაცხადა ნინო ხუციშვილმა.
