ახალი ამბები

გამოკითხვა: ვინ გახდება პრემიერ-მინისტრი?

2 სექტემბერი, 2019 • 2459
გამოკითხვა: ვინ გახდება პრემიერ-მინისტრი?

სამთავრობო ცვლილებებზე, რომლებიც “ქართული ოცნების” ოფისში განიხილეს, 2 სექტემბერს, 15:00-ზე, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ისაუბრებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბახტაძე თანამდებობას დატოვებს, მომავალი პრემიერის კანდიდატურათა განხილვისას კი პრესაში ორი ადამიანის სახელი დომინირებს: შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი.

თქვენი აზრით, რომელი მათგანი დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას? მიიღეთ მონაწილეობა “ნეტგაზეთის” გამოკითხვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი