ახალი ამბები

სცენა მეორედ დაგვინგრიეს, დამნაშავე ორივეჯერ ხელწერილით გაუშვეს — „სირცხვილიას“ ორგანიზატორი

31 აგვისტო, 2019 • 1180
სცენა მეორედ დაგვინგრიეს, დამნაშავე ორივეჯერ ხელწერილით გაუშვეს — „სირცხვილიას“ ორგანიზატორი

პარლამენტის წინ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციების საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ნოდარ რუხაძე ფეისბუკზე წერს, რომ პარლამენტთან საპროტესტო სცენა ორ კვირაში უკვე მეორედ დაანგრიეს;

რუხაძის თანახმად, ჯებირები ჩამონგრეულია, დროშები — დახეული. მისი ცნობით, დამნაშავე ერთი და იგივე ადამიანია, რომელიც პოლიციამ ორივე ჯერზე ხელწერილის საფუძველზე გაუშვა.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ 31 აგვისტოს საღამოს შეტყობინება შევიდა ბანერების გადმოყრასთან დაკავშირებით; მათი ცნობით, პოლიციამ გამოჰკითხა გამოძახების ავტორი, რომელმაც ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტი არ დაადასტურა; შსს-ის თანახმად, ბანერების გადმოყრა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად არც გამოძიება დაწყებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი