ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის KGB წნელისში “ჰუმანიტარულ ოპერაციას” აანონსებს

30 აგვისტო, 2019 • 1777
ცხინვალის KGB წნელისში “ჰუმანიტარულ ოპერაციას” აანონსებს

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, სოფელ წნელისში ჰუმანიტარულ ოპერაციას განახორციელებენ. განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, რა იგულისხმება ჰუანიტარულ ოპერაციაში, თუმცა აღნიშნულია, რომ ის მშვიდობიანია და მოსახლეობის უსაფრთხოებისა და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება:

“პრეზიდენტ ბიბილოვის გადაწყვეტილებით, სასაზღვრო სერვისისა და სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის მიერ წნელისში ჰუმანიტარული ოპერაცია განხორციელდება. აღნიშნული ოპერაცია მშვიდობიანია და სასაზღვრო რეჟიმის შენარჩუნებას ემსახურება, რათა შენარჩუნდეს მოსახლეობის უსაფრთხოება და რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის სტაბილურობა”, – წერია დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, 29 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციამ სოფელ ერგნეთში, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მორიგი შეხვედრაზე პირობა დააყენა, რომ პარასკევს, დილის 6 საათამდე სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის ახალი პოსტი გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში “მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველანაირი ზომა და მოსახლეობის დასაცავად ყველა საშუალება იქნება გამოყენებული”. ქართულმა მხარემ ეს პირობა არ შეასრულა.

დღეს კი, სოფელ ჩორჩანაში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართული მხარე აცხადებს, რომ შსს საგუშაგო ადგილზე დარჩება, შემდეგი შეხვედრა კი მომავალ კვირას გაიმართება.

ოსური მხარე სოფელ წნელისში ბლოკპოსტის განთავსებას გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი