ახალი ამბები

დევნილებს, რომლებიც შეიჭრებიან, შეუწყდებათ შემწეობა და ბინებს ვეღარ მიიღებენ – სამინისტრო

30 აგვისტო, 2019 • 1655
დევნილებს, რომლებიც შეიჭრებიან, შეუწყდებათ შემწეობა და ბინებს ვეღარ მიიღებენ – სამინისტრო

დევნილებს, რომლებიც უკანონოდ შეიჭრებიან კერძო საკუთრებაში, ჯანდაცვის სამინისტრო შემწეობის გადახდას შეუწყვეტს და ბინის გადაცემაზე უარს ეტყვის. ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დროს გააქტიურდნენ პირები, რომელთა წაქეზებით დევნილთა გარკვეული ჯგუფები კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაში იჭრებიან და იქ ფართებს იკავებენ. სამინისტრო დევნილებს მოუწოდებს, “ნუ აჰყვებიან პროვოკაციულ მოწოდებებს.”

“იძულებით გადაადგილებულმა პირებმა კარგად იციან N320 ბრძანებაში არსებული ჩანაწერი, რომლითაც გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც თვითნებურად იკავებენ საცხოვრებელ ფართებს. დევნილებს, რომლებიც
თვითნებურად, უკანონოდ იჭრებიან სხვის კერძო საკუთრებაში, ვაფრთხილებთ, რომ მოხდება მათთვის დევნილის შემწეობის შეწყვეტა და უარს მიიღებენ ბინით დაკმაყოფილებაზე”,-აცხადებს გიორგაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი