ახალი ამბები

შვეიცარიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

29 აგვისტო, 2019 • 1507
შვეიცარიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ გუშინ გამართულ სხდომაზე საქართველო ‘უსაფრთხო ქვეყნების’ სიაში შეიყვანა. დადგენილება ძალაში 2019 წლის პირველ ოქტომბერს შევა.

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ცნობით, პრესრელიზი გუშინ შვეიცარიის ყველა ოფიციალურ ენაზე (გერმანული, იტალიური, ფრანგული და რომანული) კონფედერაციის მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსდა.

კონკრეტული ქვეყნის უსაფრთხოდ აღიარება არ ნიშნავს იმას, რომ მის მოქალაქეებს თავშესაფრის მიღებაზე განაცხადის შეტანა ეკრძალებათ. არც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ვერ მიიღებენ, თუ ისინი სამშობლოში რეალური საფრთხის წინაშე დგანან და ევროპული ქვეყანა ამაში დარწმუნდა. თუმცა  უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში სახელმწიფოს შეყვანა ნიშნავს იმას, რომ იმ ქვეყნის მოქალაქეები თავშესაფრის მოთხოვნაზე პასუხს უფრო მალე მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი