ახალი ამბები

ილია II: წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა

28 აგვისტო, 2019 •
ილია II: წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა

“წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა”, – თქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ, თბილისში, სიონის ეკლესიაში ქადაგებისას.

“როცა ჩვენ ვფიქრობთ ამის შესახებ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენ. რა უნდა ვაკეთოთ, როგორ უნდა ვაკეთოთ, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთმანეთთან”, – აღნიშნა მან.

სიონში შეკრებილ ადამიანებს მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ სახელმწიფო ეკლესიისა და საზოგადოების მხარდაჭერას გრძნობდა, როცა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს აწესებდა.

საქართველო არის წილხვედრი წმინდა დედისა – პრემიერი მოსახლეობას მარიამობას ულოცავს

ილია ჭავჭავაძის ნათქვამს დავუმატეთ – “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”: ილია II

 

მასალების გადაბეჭდვის წესი