ახალი ამბები

ილია ჭავჭავაძის ნათქვამს დავუმატეთ – “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”: ილია II

28 აგვისტო, 2019 • 3878
ილია ჭავჭავაძის ნათქვამს დავუმატეთ – “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”: ილია II

“თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა: მამული, ენა სარწმუნოება. ჩვენ დავუმატეთ იმას: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”, – ასე მიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ, სიონის ეკლესიაში შეკრებილ მრევლს და მარიამობა მიულოცა.

“დიდება და მადლობა უფალს, რომ ღმერთმა დაგვაჯილდოვა ჩვენ ამის გრძნობით, ამისი შეგრძნებით, რომ პირველია ღმერთი, მეორეა – სამშობლო და მესამე – ადამიანი”, – აღნიშნა ილია მეორემ.

სიონში შეკრებილ ადამიანებს მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ სახელმწიფო ეკლესიისა და საზოგადოების მხარდაჭერას გრძნობდა, როცა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს აწესებდა.

საქართველო არის წილხვედრი წმინდა დედისა – პრემიერი მოსახლეობას მარიამობას ულოცავს

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი