ახალი ამბები

საქართველო არის წილხვედრი წმინდა დედისა – პრემიერი მოსახლეობას მარიამობას ულოცავს

28 აგვისტო, 2019 •
საქართველო არის წილხვედრი წმინდა დედისა – პრემიერი მოსახლეობას მარიამობას ულოცავს

“საქართველო არის წილხვედრი წმინდა დედისა და ქართველებს საუკუნეების განმავლობაში გვაქვს განსაკუთრებული რწმენა და სიყვარული დედაღვთისმშობლისა”, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც დღეს მარიამობის დღესასწუალთან დაკავშირებით ლიტურგია ჩატარდა.

ბახტაძეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ სთხოვა მოსახლეობისთვის მარიამობა მიელოცა.

“უკვე 2019 წლის მაისიდან სახელმწიფო ოფიციალურად აღნიშნავს ამ დიდებულ მოვლენას [წილხვდომილობას]. როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებდით, ჩვენ ვგრძნობდით ქართული ეკლესიისა და თქვენი, ქართული საზოგადოების მხარდაჭერას. დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა ბახტაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი