ახალი ამბები

ილია II: ადამიანი დღეს მხოლოდ მატერიალურზე ფიქრობს, დაცემული და გაუბედურებულია სულიერად

22 თებერვალი, 2015 • 1388
ილია II: ადამიანი დღეს მხოლოდ მატერიალურზე  ფიქრობს, დაცემული და გაუბედურებულია სულიერად

პატრიარქის თქმით, ადამიანმა უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა წინ და ჟამი ახლოს არის. მან ისაუბრა იმაზეც, თუ რა ახასიათებდა წარსულში ადამიანს:

 

“მაინც სად მივდივართ? ადამიანმა გადადგა უზარმაზარი ნაბიჯები წინ, თითქოს ყველაფერმა ერთად შეიყარა თავი, მეცნიერებამ, ფილოსოფიამ, ლიტერატურამ და სხვა დარგებმა და ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჟამი ახლოს არს. რა ახასიათებდა წარსულში ადამაინს? ადამიანს ახასიათებდა რწმენა, თავმდაბლობა, ღრმა აზროვნება. დღეს რა ახასიათებს ადამიანს? ამპარტავნება, ურწმუნოება, განკითხვა. ერთი ჭკვიანი ადამაინი ამბობს, რომ ჩვენ აღარ გვყავს ფილოსოფები, არიან მხოლოდ კრიტიკოსები, აი, ამიტომ ყოველმა ადამიანმა უნდა ჩაიხედოს თავის სულში, თავის გონებაში”

 

პატრიარქის განცხადებით, დღეს ადამაინს კეთილისა და ბოროტის განსაზღვრა უჭირს:

 

“ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი წარსულით, წარსული საჭიროა და უნდა ვიცოდეთ, მაგრამ წარსულით ცხოვრება და არდანახვა დღევანდელი დღისა და მომავლისა საშიშია. აი, ამიტომ, წარსულის მაგალითებმა უნდა გვაჩვენონ ჩვენ, რა ვაკეთოთ და რა არ ვაკეთოთ, რა არის კეთილი და რა არის ბოროტი, რა არის თეთრი და რა არის შავი. აი, ამიტომ დღევანდელ დღეს უჭირს ადამიანს განსაზღვრა, აი, ამ კეთილისა და ბოროტისა. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამაინი ბოროტებას უწოდებს კეთილს, ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამაინი  ვერ ხედავს, რა გზა ადგას თვითონ და სად მიდის,”–განაცხადა ილია მეორემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი