ახალი ამბები

საყვარესთან ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია, დამწვარია 10 ჰა ტყის მასივი – საგანგებო სიტუაციების სამსახური

25 აგვისტო, 2019 • 788
საყვარესთან ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია, დამწვარია 10 ჰა ტყის მასივი – საგანგებო სიტუაციების სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. უწყებაში აცხადებენ, რომ  დამწვარია 10 ჰექტარზე არსებული ტყის მასივი.

“სამდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის კერების სრულად ლიკვიდირება შეძლეს.

საყავრეს მიმდებარედ მუშაობდა 250 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად მონიტორინგის მიზნით დარჩებიან,”-წერია განცხადებაში.

სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 აგვისტოს გაჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი