ახალი ამბები

პრეზიდენტი ვერ გაამართლებს მათ, ვინც პარლამენტზე შტურმით ინსტიტუტებს საფრთხეს უქმნიდა – ზურაბიშვილი

25 აგვისტო, 2019 •
პრეზიდენტი ვერ გაამართლებს მათ, ვინც პარლამენტზე შტურმით ინსტიტუტებს საფრთხეს უქმნიდა – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საპროტესტო გამოსვლები დემოკრატიის ნაწილია, თუმცა პრეზიდენტი ვერ გაამართლებს მათ ვინც 20 ივნისს  “პარლამენტზე შტურმით” ქვეყნის ინსტიტუტებს საფრთხეს უქმნიდა.

ეს სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 24 აგვისტოს კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა.

“მე პირადად, და ვიცი რომ თქვენც, არავიზე ნაკლებად არ მტკივა და არ გვტკივა, იმ ახალგაზრდებზე ვინც თვალი დაკარგა და მათ შორის ერთმა პოლიციელმა 20 ივნისის მოვლენების დროს. ეს ჩვენი ყველასი ტკივილია და ყველანი ერთად ვიზიარებთ ამ ტრაგედიას. თუმცა პრეზიდენტი, ვერანაირად ვერ გაამართლებს ვინც პოლიციაზე ძალადობდით, პარლამენტზე შტურმით ქვეყნის ინსტიტუტებს აყენებდა საფრთხის ქვეშ.

კონსტიტუციის გარანტორობა ამას ნიშნავს. პროტესტი არათუ მისაღებია, არამედ განუყოფელი ნაწილია დემოკრატიის. თუმცა, სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების შეტევა არის უმძიმესი დანაშაული მითუმეტეს ქვეყანაში რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია,”-ამბობს პრეზიდენტი.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი