ახალი ამბები

სოფელ ახალსოფელთან ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია – საგანგებო სიტუაციების სამსახური

25 აგვისტო, 2019 • 849
სოფელ ახალსოფელთან ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია – საგანგებო სიტუაციების სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ყვარელში, სოფელ ახალსოფელთან ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს სამი ვერტმფრენი და სახანძრო ტექნიკა ადგილზე მუშაობას აგრძელებენ. დღეს, 25 აგვისტოს ქრობის პროცესში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკაც ჩაერთო. ჯერჯერობით უცნობია რა ფართობზე იყო ცეცხლი გავრცელებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი