ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზები დღეს პრეზიდენტს ირჩევენ

25 აგვისტო, 2019 • 754
აფხაზები დღეს პრეზიდენტს ირჩევენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დღეს, 25 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. მოსკოვის დროით დილით 8 საათიდან აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე 152 საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის გალის რაიონში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

საერთაშორისო საზოგადოება და ქართული მხარე აქ [ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში] გამართულ არჩევნებს არ ცნობს.

აფხაზეთში დღევანდელ არჩევნებს რუსეთის დუმის წარმომადგენლები დამკვირვებლების რანგში ესწრებიან.

არჩევნებში, სადაც ოფიციალურად 9 კანდიდატია წარმოდგენილი, ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბაც მონაწილეობს. ის, რომ სწორედ ხაჯიმბაა კრემლის ფავორიტი კანდიდატი ამჟამადაც, ვლადიმერ პუტინის, რუსეთის პრეზიდენტისა და მისი წარმომადგენლის, ვლადისლავ სურკოვის რაულ ხაჯიმბასთან არჩევნებამდე შეხვედრები და რუსულ-აფხაზური ურთიერთობებზე ერთობლივი განცხადებებიც მოწმობს.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ასლან ბჟანია არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მოწამვლის შესაძლო დიაგნოზით რუსეთის საავადმყოფოში მოხვდა. ბჟანია ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის და არჩევნებში ვერ მონაწილეობს.

ვინ იქნება აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის მთავარი კანდიდატი?

პუტინმა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების იმედი გამოთქვა

მასალების გადაბეჭდვის წესი